F

Wednesday, September 13, 2023

 გილოცავთ 2023 - 2024 სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობაში!

Thursday, April 6, 2023


 ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "დაისის" პრემიერა!
🎭 100 წელი პირველი დადგმიდან
✨დამდგმელი დირიჟორი - რევაზ ტაკიძე
დამდგმელი რეჟისორი - გოჩა კაპანაძე
სცენოგრაფია, განათება, კოსტიუმები - გიორგი ალექსი - მესხიშვილი
მთავარი ქორმაისტერი - ავთანდილ ჩხენკელი
ქორეოგრაფია - ილიკო სუხიშვილი
ვიდეოპროექცია - დავით მაჭავარიანი

Monday, March 27, 2023

რა გავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის გონებრივ განვითარებაზე

  მუსიკა უხსნის ბავშვს გზას ხელოვნებისკენ, საშუალებას აძლევს, განთავისუფლდეს კომპლექსებისგან, ხელს უწყობს მის სოციალიზაციას.

◦ მუსიკა აყალიბებს ბავშვის სულიერ კულტურას, ამდიდრებს მის სულიერ სამყაროს.

◦ ბავშვი, რომელსაც მუსიკალური განათლება აქვს, ემოციურად და ინტელექტუალურად თანატოლებზე განვითარებულია.

◦ მუსიკალურ ხელოვნებას აქვს ამოუწურავი შესაძლებლობები ემოციური გამოცდილების გასამდიდრებლად და გასაფართოებლად.

◦ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ადრელ ასაკში დადებითად მოქმედებს ბავშვის შემდგომ განვითერებაზე. ასეთი ბავშვები გამოირჩევიან სმენით ინფორმაციის აღქმის კარგი უნარით. ასევე მათ კარგად აქვთ განვითარებული ხელის წვრილი მოტორიკა, აქვთ მდიდარი ლექსიკური მარაგი და კარგად განვითარებული ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

◦ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ხელს უწყობს ესთეტიკური აღქმისა და ესტეთიკური გრძნობის სრულყოფას, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას, ასწავლის ბავშვს მუსიკის გაგებას და სიყვარულს; ეხმარება ბავშვს ისეთი ნებელობითი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა მოთმინება, გამძლეობა, მიზანსწრაფულობა, სიბეჯითე. ამასთან ერთად, ავითარებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციის უნარს.

◦ იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკა ამშვიდებს, ამაღლებს განწყობას, ფსიქოფიზიკური პრობლემების მქონე ბავშვებთან საკორექციო მუშაობის პროცესში მას სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია. ასეთი ბავშვების ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, რა მუსიკას უსმენენ ისინი.

◦ მუსიკალური განათლების გარეშე თითქმის შეუძლებელია ბავშვის სრულფასოვანი გონებრივი განვითარება.

◦ ხელოვნების ყველა სხვა დარგს შორის მუსიკა ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერი საშუალებაა. მუსიკას შეუძლია, ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ფსიქოემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავუღვივოთ ბავშვს ინტერესი და სიყვარული მუსიკის როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის შემადგენელი ნაწილის მიმართ.

◦ მუსიკა ადამიანის გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი უძველესი ხერხია. მას შეუძლია ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნა, მაშასადამე, ფსიქოთერაპიული ეფექტი აქვს. მისი დახმარებით ადამიანი შეიძლება ბევრი შინაგანი პრობლემისგან გათავისუფლდეს.

◦ მუსიკა მატებს ბავშვს საკუთარი ძალების რწმენას.

◦ მუსიკალური უნარების განვითარება მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის, რადგან მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს ინდივიდუალურობის ფორმირებაზე.

◦ მუსიკა ეხმარება ბავშვს, შეიცნოს და გაიგოს ადამიანური გრძნობების, ემოციებისა და განცდების სამყარო. მუსიკალურ ხელოვნებას ბავშვის ემოციურ სფეროზე ზემოქმედების უნიკალური თვისება აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ემოციური სფერო წამყვანია ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის (ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებაში, ქცევის რეგულაციაში), ადვილი მისახვედრი იქნება, რა როლის შესრულება შეუძლია მუსიკას ბავშვის საერთო ფსიქოფიზიკურ განვითარებაში.

 

◦ ვინაიდან ბავშვი მუსიკალურ ბგერებზე მეტყველების განვითარებამდე დიდი ხნით ადრე რეაგირებს, მუსიკა ფართო შესაძლებლობებს იძლევა ბავშვისა და უფროსის ურთიერთობისთვის, საფუძველს უყრის მათ ემოციურ კონტაქტს.

◦ მუსიკა ეხმარება ბავშვს, გადალახოს ურთიერთობაში არსებული ბარიერები, უკეთესად შეიცნოს საკუთარი თავი და სხვა ადამიანები, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

◦ ფასდაუდებელია მუსიკის როლი ბავშვის ესთეტიკურ აღზრდაში. მუსიკალური აღზრდა ესთეტიკური აღზრდის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ბავშვის პიროვნების განვითარებაში.

◦ მუსიკა იძლევა უბადლო შესაძლებლობას ბავშვის სულიერი სფეროს, მისი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის.

◦ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მუსიკალურ აღზრდას შეუძლია ხელი შეუწყოს ბავშვის მუსიკალური კულტურის ფორმირებას. მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება და მუსიკალური კულტურის საფუძვლების ფორმირება კი ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ. ბავშვობაში სრულფასოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებების დეფიციტი მოგვიანებით ძნელი აღმოსაფხვრელია.

Thursday, March 16, 2023

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების პროცესი იწყება





 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების ფარგლებში გასაუბრების პროცესი იწყება.

გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა ექნებათ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს ტესტირებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  (მაქსიმალურ ქულათა 60%).

დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 20 მარტს დაიწყება.

გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge

აღსანიშნავია, რომ გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.